მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

,,მე და ბადრის მომავალ კვირას გვექნებსა პრესკონფერენცია, ჩვენ შევცცლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩამოვშორდები მე საბჭოს თავმჯდომარეობას და ბადრი დირექტორის მოადგილეობას. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო გაჩერდა ეს სასიცოცხლო პროექტი. შეუძლებელია ბანკებს ელაპარაკო 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და პროკურატურა ყოველდღე, სახალდოდ გდებდეს ბრალს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროცესი იწყება, სადაც პროკურატურა მიმართავს მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას.