"20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე"

"20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე," - ეს განცხადება პარლამენტში დავით დვალმა გააკეთა. ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები პარლამენტში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დავით დვალმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, ის შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„სამწუხაროდ, ამ წუთას ტრიბუნა მაქვს მხოლოდ ჩემი ფბ გვერდი და შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო. დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უნდა გადადგეს,“ - ამბობს დვალი.

 

სოციალისტი დვალს და აქიმაძეს ამ რ2-ში უკვე აღებული აქვთ თავისი, $1,2 მილიონი და $0,8 მილიონის „ჯორჯიან... მგონი ონლაინის“ წილი ანუ $2 მილიონი! ასე თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა! სიმართლეა ეს. აბა გადაამოწმეთ საჯარო რეესტრში იმ როს გადაფორმდა თუ არა ის წილები. დროზე დაკითხეთ ბატონი ინაიშვილი ვისი მეშვეობითაც ოქრუაშვილმა ამათ გდასცა ფული. მორჩით ინსინუაციებს, ხალხს ვერ დააბნევთ!
5 წლის უკან