ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, რ2-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს - დვალი

ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, რ2-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს - დვალი

ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, რ2-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს - განცხადა “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა.

 “რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო “რუსთავი 2″-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს… ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ. ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ წესით იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, „რუსთავი 2-ის“ საკუთრების დავის თემაზე დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს.