„პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ივანიშვილი და მისი ბანდა კი, პასუხისგებაში მიეცემა“

„პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ივანიშვილი და მისი ბანდა კი, პასუხისგებაში მიეცემა“

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, გიორგი გუგავამ „გამარჯვებული საქართველოს" ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება შეაფასეს.

გუგავა დაკავებას „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ოქრუაშვილის განცხადებებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ დასტურდება ოქრუაშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პოლიტიკური ოპონენტის უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება არის მცდელობა, კრემლიდან დანიშნულმა მეფისნაცვალმა, ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა. მცდელობაა, ეს ვერ გაუვა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით, დასტურდება მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. მეორე, რამაც ალბათ ყველაზე მეტად აღაშფოთა ივანიშვილი, გახლავთ ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა ის უკანონო ქმედებებში, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადის. ესაა შეთხზული საქმეები, შეკერილი საქმეები, პროკურატურისა და სასამართლოს მართვა ერთპიროვნულად შუშის სასახლიდან. მან სწორედ ამის გამო დაიწყო დევნა პოლიტიკური ოპონენტების", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

გუგავას შეფასებით, ეს მცდელობები კრახით დამთავრდება.

„ის აუცილებლად დაიმძიმებს თავის განაჩენს, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან მალე, ხოლო ივანიშვილი და მისი ბანდა მიეცემა პასუხისგებაში იმ გამყიდველური ქმედებების გამო, რომელსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადის", - განაცხადა გიორგი გუგავამ ბრიფინგზე.

უ ც ხ ო .
გუგავა: "მეორე, რამაც ალბათ ყველაზე მეტად აღაშფოთა ივანიშვილი, გახლავთ ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა ის უკანონო ქმედებებში".
მართალია!.. მარტო ის რად ღირდა, ბიძინა ივანიშვილი, ყოველწლიურად, 36 მილიონს რიცხავდა ჯარის შესანახავადო!.. - ეს უნამუსო კაცი!.. ის არ იკმარა, რომ მთელ მთავრობას საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ხელფასებს და კიდევ ჯარსაც ეგ ინახავდა თურმე!
ასეთ საშინელებებში რომ გამხელს ვიღაცა, დაიჭერ, აბა, რას იზამ!
5 წლის უკან