გურამიშვილის 78-ნომერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი შესაძლოა ეჭვიანობა იყოს. 21 წლის შალვა ტყემალაძის მკვლელობის საქმეში მოკლეტექსტური შეტყობინება დევს, რომელიც ახალგაზრდა ბიჭს გუგა კოღუამ გაუგზავნა.
კოღუა, რომელიც ტყემალაძის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შალვას შეხვედრას სთხოვდა.
ერთ-ერთ მოკლულს ჭრილობა სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ხოლო მეორეს, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
სასტიკი მკვლელობა თბილისში 2 დღის წინ, დახლოებით 20:00 საათზე მოხდა. საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე 2 ახალგაზრდის ცხედარი შაკო ტყემალაძის მამამ ნახა, რომელმაც არსებული ინფორმაციით კუთვნილი ბინის კარი გარედან, სათადარიგო გასაღებით გააღო.
ცნობილია, რომ კოღუამ და ტყემალაძემ ერთმანეთი საზღვარგარეთ გაიცნეს. ორივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგენენ ვის ეკუთვნის იარაღი, რომლითაც მკვლელობა მოხდა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ იარაღი, მკვლელობის ადგილზე იპოვა.