ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი National Geographic-ის მკვლევარია, რომელმაც ბეჰემოტი დააძინა

ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი National Geographic-ის მკვლევარია, რომელმაც ბეჰემოტი დააძინა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დღეს დაკავებული ხუთი პირიდან ერთ-ერთი National Geographic-ის მკვლევარი ზოოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძეა. ეს ის პიროვნებაა, ვინც 2015 წელს 13 ივნისის სტიქიის დროს ბეჰემოტი ბეგი დააძინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“.