ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ „გამარჯვებული საქართველოს" პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და „გამარჯვებული საქართველო" მზადაა ოპოზიციასთან თანამშრომლობა დაიწყოს.
„ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ნერვებს უშლიდა ბიძინა ივანიშვილს, მივმართავ მას, ის სისხლი, რაც გაცხიათ, ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით ვერ ჩამოირეცხება. ოქრუაშვილის დაჭერაზე იქნება მსოფლიოს წამყვანის, უფლებადამცველი ორგანიზაციების მძაფრი რეაქცია. ჩვენ ვიქნებით მობილიზებულები, ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ დავდგეთ ერთად. ფაქტობრივად „ქართულ ოცნებას" მთელი საზოგადოება ჰყავს დაპირისპირებული და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი" - განაცხადა კემულარიამ.