“ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში? თქვენ ჯანზე თუ ხართ?“

“ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში? თქვენ ჯანზე თუ ხართ?“

საქართველოს პარლამენტი ყოფილი დეპუტატი, თინა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი მომღერლის დაკავებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება:

"ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში? 20 წუთის წინ მივუყვანე ბავშვი თიკას. ეს ყველაფერი ხდება თიკას სახლის სადარბაზოსთან, რომელიც გადათხრილია და სადაც თბილისი პანორამა შენობა შენდება. ეს რა უბედურება? ეე თქვენ ჯანზე თუ ხართ? რატომ დააკავეს 8 წლის ნინა?", - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.