“დაუშინებია – აგრესიას ვეღარ გაბედავდნენო – და განაგრძო ცხოვრება, არხეინად…”

“დაუშინებია – აგრესიას ვეღარ გაბედავდნენო – და განაგრძო ცხოვრება, არხეინად…”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის “ფეისბუქ” პოსტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

“ესაა მათი მთელი გუნდის პოზიცია და არა ერთი ადამიანის. მიშამ კი ამოისუნთქა ნამდვილად, ნარჩევი ბიჭები მიწაში ჩააწვინა, რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულებინა, მაგრამ თურმე (ამასთანავე) დაუშინებია – ვეღარ გაბედავდნენო აგრესიას! და განაგრძო ცხოვრება, არხეინად…”, – დაწერა ვოლსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნული პოსტი მისი “ფეისბუქ” გვერდიდან მალევე წაშალა. უტიაშვილმა ხმაურიანი განცხადების შემდეგ განმარტება არ გააკეთა.

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა.

„დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – „რუსთავი 2“ დაანგრიეს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“, – დაწერა უტიაშვილმა.