შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი მის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციას მართულს უწოდებს.
„ეს არის მთავრობის მიერ მოგზავნილი ხალხი, მიზანი არის ზეწოლა, რომ ჩემი მეუღლე „რუსთავი 2"- დან წავიდეს", - განაცხადა უტიაშვილმა.
კითხვაზე, რა იგულისხმა პოსტში, რასაც მის სახლთან აქცია მოჰყვა, უტიაშვილმა განაცხადა: „რაც წერია, ის იგულისხმა და ვინც კითხვა იცის, ძალიან კარგად გაიგებს რაც წერია".
შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შოთა უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ.