ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მისი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლაა, როგორც „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის მიმართ.
“მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის მისამართით. არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს “რუსთავი 2“-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება EKA GIGAURI, MIKHEIL BENIDZE, GIORGI MSHVENIERADZE, და განსაკუთრებით სახალხო დამცველს NINO LOMJARIA გთხოვ შეატყობინ საელჩოებს NINO NAKASHIDZE“- წერს კვესიტაძე.
შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის მეუღლემ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა,რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამ წუთებში კი უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება. იქ შეკრებილი ადამიანები უტიაშვილის 24 ივლისს დაწერილ ფეისბუქის პოსტს აპროტესტებენ და უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.