“იმედის” საინფორმაციოს ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს

“იმედის” საინფორმაციოს ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს

“იმედის” საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, რომელიც ამავე არხზე გადაცემების: “პირისპირ” და “იმედის კვირა” – წამყვანია.

გენერალური დირექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე ჩიხლაძეს დღეს წარადგენს.

შეგახსენებთ, “ქრონიკას” მანამდე ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ლეჟავას მიერ ამ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 24 ივლისს თავად ნანა ლეჟავა დაადასტურა.