რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

 რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

„რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია“ , ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 600 ათასი ევრო რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯების გაღება , მითუმეტეს, რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება, მაშინ როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია. მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, „ევროპული საქართველო“ იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს“, - განაცხადა „ევროპული სასქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

სოციალისტი შენ ვინ გკითხავს, ვინ მიგდიხარ?! 3 -ჯერ მეტს თუ ხარჯავს გერმანელი და ბრიტანელი ვიზიტორი ჩამოეთრიონ, ვინმემ მოუშალათ?! უტვინო, უტვინო გაყიდულო, მამაძაღლო კაცო!
5 წლის უკან
Maverick ესეც მაგარი შარიკოვია! შარიკოვი, შარიკოვი...
5 წლის უკან