შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან

შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან

საქართველოში ამერიკის საელჩო „თიბისი  ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების თემაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – წერია განცხადებაში

 

 

amo შეშფოთებას ავიტანთ, მთავარია არ აღშფოთდეთ.
5 წლის უკან
სოციალისტი დრო არ მოგეწონათ?! აბა ღამე "ტროიკას" უნდა მიეკითხა სახლში M-1ით??
5 წლის უკან