უგულავა

უგულავა "ევროპულ საქართველოს" ტოვებს? - ბოკერია ამტკიცებს, რომ ეს "სრული სისულელეა"

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, პარტიის ერთ ერთი ლიდერის გიგი უგულავას,  წასვლას პარტიიდან ოპონენტების მხრიდან პროპაგანდას უწოდებს, არადა ამის შესახებ ინფორმაციები უკვე ვრცელდება. ბოკერია კი ამტკიცებს, რომ  ეს არის „სრული სისულელე“.

"მე მგონი, ღმრად ცდება ის, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა. ეს პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდნენ ძირითადად სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები, თუმცა ზოგიერთი ჩვენი დაუძინებელი მეგობარი ოპოზიციიდან, არის გამოწვეული მნიშვენლოვან საკითხებზე დისკუსიით, რაც ჩვენთან ხდება ხოლმე… ჩვენ ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა ვართ და თუ ამ სახის ბრაზი გაჩნდა, ყველა გაიგებს. უბრალოდ, ეს არის სრული სისულელე“, - თქვა ბოკერიამ "ტვ პირველის" ეთერში.

სოციალისტი თქვენ ორივე თუ წახვალთ, ძალიან კარგს იზამთ! თითო კარგი საქმე მაინც გექნებათ გაკეთებული სამშობლოსთვის!
5 წლის უკან
amo კარგია თუ წავა, უგულავას მილიონები მოაკლდება ევრონაცებს. ისე სად მამაჩემის მამასთან მიდის?
5 წლის უკან