ინფორმაცია მათთვის, ვინც ახლა ზღვისპირეთში ისვენებს და გამოდარებას ელოდება

ინფორმაცია მათთვის, ვინც ახლა ზღვისპირეთში ისვენებს და გამოდარებას ელოდება

სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში რამ­დე­ნი­მე დღეა უა­მინ­დო­ბაა. რო­დი­დან გა­მო­და­რებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რი ამინ­დი გვე­ლო­დე­ბა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ამის შესახებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს დოდო გვა­ზა­ვა საუბრობს:

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვალ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა, ზო­გან - ელ­ჭე­ქით. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­ტყვა, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის ქარი.

ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში - ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­სა, ურეკ­ში 24-26 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

26 ივ­ლისს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის ზღვის­პი­რეთ­ში გა­მო­ი­და­რებს, 27-დან კი ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს და უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბი თვის ბო­ლომ­დე გას­ტანს.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, თბი­ლის­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო დღე­ე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 31-33 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.