გურამიშვილის გამზირზე გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის ვინაობა საბოლოოდ დადგენილია. ისინი არიან: შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა.
როგორც მეზობლები "პრაიმტაიმთან" ამბობენ, ბიჭები ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. რაც შეეხება ვერსიებს, ძირითადად, ორ ვერსიაზე საუბრობენ.
ერთი ვერსიით, ბიჭები უცნობმა პირმა დახოცა და ადგილიდან მიიმალა, მეორე ვერსიით, კი ბინაში მყოფი ორი პირიდან ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა, ან ისროლა, რის შედეგად მისი მეგობარი გარდაიცვალა, თავად კი ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივებს ამ ეჭვს უმყარებს ის გარემოებაც, რომ მკვლელობის იარაღი ბინაშია ნაპოვნი.