„ ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქში წერს, თუ ვინ დაიკავებს „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის საინფორმციო სამსახურის უფროსის თანამდებობას.
“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, „რუსთავი 2“-ზე მისი მეუღლე ნათია აბრამია. ანუ, მარტივად ვანო ჩხარტიშვილი ხდება მედიამაგნატი.
p.s.ცოლ ქმარი იმნაიშვილები დღემდე ულაგებენ ჩხარტიშვილს მედიაში, თეთრი კონვერტებით.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, არხის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე მედიაში სხვადასხვა კანდიდატები სახელდება. ხოლო „იმედის“ საინფორმაციოს უფროსის თანამდებობა, ნანა ლეჟავას წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით ვაკანტურია.