ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას, რომ " ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს მათი ხელწერა არ გახლავთ" „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია აფასებს.
"ბახტაძე: "რეზინის ტყვიები ეს ჩვენი ხელწერა არ არის".
თურნავა: "პროკურატურა და ბიზნესის ტერორი ჩვენი ხელწერა არ არის".
მელია: "თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის"- წერს მელია სოციალურ ქსელში.