პოლიტოლოგის გია ხუხაშვილის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარ თავს მახე დაუგეს, რადგან ახლა მწვავე კრიტიკას ისმენენ იმ ტელევიზიიდან, რომელიც უკვე მათთან ასოცირდება.
"ხელისუფლებამ სტრასბურგში დიდი მათრახი იყიდა და ახლა ირტყამს ზურგზე", - აცხადებს ხუხაშვილი.
მისი შეფასებით, ის რაც ხდება "რუსთავი 2"-ში, ხელისუფლების მხრიდან კლასიკური მაზოხიზმის გამოვლინებაა.
"წავიდნენ ევროპაში, იყიდეს ყველაზე ძვირადღირებული მათრახი და ყოველდღე ზურგში ირტყამენ და სიამოვნებთ რაც მთავარია. მათ შეიქმნეს დამატებითი პრობლემები, რომ თქვენი ხელფასების გადახდაც ეხლა მათი თავის ტკივილია. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად დარჩა. რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ეხლა ეს სხვა საკითხია. გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე მათ უმტყუვნებთ ნერვები, გასაგებია, რომ დიდ კაბელს იპოვის ქიბარ ხალვაში და გამოაძრობს, ყველაზე მსხვილ კაბელს. მთავარია ეს კაბელი რას უერთდება მერე და რა მოხდება ამის შემდეგ", - აცხადებს ხუხაშვილი.
თუმცა, ეს “სურნელი” ჭურნალისტი ბუზებისთვის სასიამოვნო ნაცნობი სურნელია და ამიტონაც დაბზუიან თავგამოდებით!...