ეს არის მათი მთელი გუნდის პოზიცია, მიშამ კი ამოისუნთქა ნამდვილად

ეს არის მათი მთელი გუნდის პოზიცია, მიშამ კი ამოისუნთქა ნამდვილად

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც ის წერდა, რომ ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

“ეს არის მათი მთელი გუნდის პოზიცია და არა ერთი ადამიანის. მიშამ კი ამოისუნთქა ნამდვილად, ნარჩევი ბიჭები მიწაში ჩააწვინა, რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულებინა, მაგრამ თურმე (ამასთანავე) დაუშინებია – ვეღარ გაბედავდნენო აგრესიას! და განაგრძო ცხოვრება, არხეინად” – წერს გიორგი ვოლსკი.