ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პოლიტიკა სოსისს შეადარა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი სიტყვები გაიხსენა:
“ქართული პოლიტიკა და არა მარტო ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს სოსისს. ბისმარკის ძალიან ცნობილი სიტყვებია – ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასოდეს არ შეჭამდნენ სოსისს. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ რომ გამოვიდეს, აღარავინ აღარც ტელევიზორს აღარ ჩართავს დ არჩევნებზეც საერთოდ აღარავინ მივა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.