თბილისში, გურამიშვილის გამზირზე N78-ში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორი ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს და მათ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. სავარაუდოდ, საქმე ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამ დროისთვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.