რატი იონათამიშვილი: როდესაც სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული-ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე.
„როდესაც სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული, ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე“ -ასე გამოეხმაურა უმრავლსეობის წევრი რატი იონათამიშვილი
სამოქალაქო სექტორის 20-მდე წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ მიმართვას.
„ვის მიუკერძოებლობაზე უნდა აწარმოონ ამათმა კონტროლი ან რომელი სტანდარტი უნდა დაიცვან, ცილისწამების?“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დღეს სამოქალაქო სექტორის 20- მდე წარმომადგენელმა , საერთაშორისო ორგანიზაციებს "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართეს, სადაც ტექსტში პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი" არაფორმალურ მმართველად" არის მოხსენიებული.