"რასაც გინდათ, იმას აკეთებთ, კიდევ რაღა უნდა გააკეთოთ?!" - ხალვაში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

 

სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! - ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კითხვაზე, რატომ არ დასთანხმდა არხის შემოთავაზებას საზოგადოებრივი ბორდის შექმნასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ბორდი არ სჭირდება.

„სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!" - განაცხადა ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, სადაც ის საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსთავი 2-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ქიბარ ხალვაში აწერს. ოქრუაშვილი ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.