საკრებულოს ყოფილი დეპუტატისოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.
საოცარია ერთსულოვნება,რომელსაც ქართული მედია,ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის წაყენების მიმართ ამჟღავნებს.
ასევე საოცარია აქ თავმოყრილი ადამიანების ზნეობრივი დალტონიზმი და მიკერძოებულობა,ერთგვარი სულიერი ნუდიზმი.
დავუშვათ,ხელისუფლება იმაზეა გაბრაზებული, რომ ბატონი ხაზარაძე "ბასიანის''და აქციებს აფინანსებდა და დღევანდელ პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობს, დავუშვათ ის სამართალს იყენებს შერჩევითად.
განა ეს ნიშნავს,რომ ხაზარაძეს არ ჩაუდენია ის, რაშიც ბრალი ედება?
გაუგებარია,რა შუაშია აქ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რომლის აშენების ვალდებულება ჩემთვის ძალიან საეჭვო მიზეზების გამო ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო.
იგივე ითქმის თიბისი ბანკზეც,რომლის საერთაშორისო აქციონერების ინტერესების დაზიანების გაბედულებას ნამდვილად ვერ დავწამებ ხელისუფლებას.
ძალიან მძიმე საყურებელია ხაზარაძის ვიქტიმიზაციის მცდელობები.
ველური სავახშო კაპიტალიზმის ამ ფლაგმანს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს თანაგრძნობის დიდი იმედი.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტება პრინციპულად გაუგებარია ამ ტოქსიური კონგლომერატისათვის.
მათ ასევე არ იციან ,რომ ეპოქა იცვლება. ბანკირები ახალ რეალობაში აღარ იქნებიან ხელშეუხებელი "წმინდა ძროხები."
მაგრამ ესენი ხომ ერთმანეთის ყურებითა და ქებით არიან დაკავებული და სამყაროც ასეთი ეგონათ გარშემო.
ამიტომაც დაატყდათ ღვთის რისხვად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მინდა გავაფრთხილო,რომ წინ მრავალი ასეთი სიურპრიზი ელით