კაკი ზოიძე: სამწუხაროა რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სულ უფრო ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში

კაკი ზოიძე: სამწუხაროა რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სულ უფრო ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძე არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ  ხელისუფლებისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია - ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და მესამე სექტორი. ხაზს ვუსვამ   - მიუკერძოებელი. როდესაც მესამე სექტორის მიერ სწორედ ერთ-ერთი მედიასაშუალების დასაცავად მიწერილ წერილში, ჩვენ ვხედავთ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა - „არაფორმალური მმართველი" - მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ვფიქრობ, მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია.

სამწუხაროდ, ის, რაც ასევე ახასიათებს ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ს, რომელიც არც აცხადებდა უკვე პრეტენზიას მიუკერძოებულობაზე და პირდაპირ წარმოადგენდა პარტიულ ტელევიზიას და პროპაგანდის იარაღს.

ინფორმაციისთვის, ქვემოთ მითითებულ ლინკზე არსებულ ინფორმაციას ეხმიანება

https://www.transparency.ge/ge/post/samokalako-sektoris-mimartva-saertashoriso-organizaciebs-rustavi-2-garshemo-ganvitarebul?fbclid=IwAR3vcfXwkb6b5hfRkT190GctInv6dG7Bu3Nh_zYCJniEK-lXKz-ZwAknafQ