დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არც თიბისი ბანკთან და არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან- წერს სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში.
დროული და ლოგიკურია დღევანდელი შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. რამდენიმე თვე მიმდინარეობდა გამოძიება და ამ დროის განმავლობაში დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს თიბისი ბანკთან, ისევე როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ბანკი შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული. ახლა საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მხარეები, საკუთარი პოზიციების დასაცავად, ისარგებლებენ კანონით მინიჭებული ყველა უფლებით.