მამუკა ხაზარაძე არის ფინანსურად წელში გამართული და გარკვეული მხარდაჭერაც აქვს დასავლური ფინანსური ეკონომიკური წრეების. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკაში “ქართული ოცნებისთვის“ მამუკა ხაზარძის გამოჩენა სახიფათოა“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფატზე გამოძიება, რომ დაწყებულიყო ხაზარაზის განცხადების შემდეგ, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს, ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური კონტექსტი იკითხება. დავები მამუკა ხაზარაძესა და ხელისულფელბას შორის დიდი ხანია მიმდინარეობს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.