ოქრუაშვილმაც და შოთაძემაც საკუთარ ბინძურ თეთრეულს მიხედონ , - ასე პასუხობს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს.
“რა მითხრა ოქრუაშვილმა, რა მივიტანე ღარიბაშილ-ივანიშვილთან და რა მოვუტანო ოქრუაშვილს, ამაზე ვისაუბრებ. დიახ, მე დამირეკა ირაკლიმ და მითხრა, ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარო. მაგრამ, მე ვაპირებ ამის თქმას და წინააღმდეგი ხომ არ ხარო, რომ ჩვენ შევხვდით 2014 წელს და მე შენ გთხოვეო რაღაცების გადაცემას ივანიშვილთანო. მე ვუპასუხე: რა პრობლემაა, მე შეგხვდი, არაფერია დამალული, მაშინვე შეგეძლო გეთქვა თქო. თუმცა, ირაკლი ოქრუაშილმა თავის სტილში საუბრობს, რომ მე ბინძური თეთრეულის გადმოფენა არ მინდოდა. ოქრუაშვილმაც და შოთაძემაც საკუთარ ბინძურ თეთრეულს მიხედონ და მიაქციონ ყურადღება. ბინძური თეთრეული, ჩემთან შეხვედრა, საუბარი, არაფერ კავშირშია და თითეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ.
მოვიდა ირაკლი და მითხრა, ვაპირებ პოლიტიკაში გააქტიურებას. ჩემი ადამიანური რჩევა იყო, ირაკლი არ გინდა, გეყოფა, იმდენ რამეში აღმოჩნდი გარეული, რომ არ გინდა- მეთქი.
ნუ, გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და ეს მისი გადაწყვეტილებაა. ადგილობრივი არჩევნები ახლოვდებოდა და გარკვეული მიზნები და ამოცანები ჰქონდა. მინდა, ივანიშვილთან ურთიერთობის დამყარება და მზად ვარ თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის საქმეებთან - ეს იყო მისი ნათქვამი. ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან და მითხრას, აქვს სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია და ჩვენების მიცემა უნდა, ნებისმიერ პროკურორთან დავაკავშრებ. კი ბატონო, უნდა მისცე ჩვენება. დიახ, თუ რამე ჩაგიდენია, ისიც უნდა თქვა და თუ სხვაზე რამე იცი, ისიც უნდა თქვა. ესე გასწორდება ეს ქვეყანა და არა ჯიბეში ჩადებული კომპრომატებით, რომელსაც ამოვიღებ , ერთ მესიჯს აჩვენებ“,- განაცხადა დავით უსუფასვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ შოთაძის დავალებით 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება და სანაცვლოდ გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის მოლაპარაკებების შუამავლად დავით უსუფაშვილი დაასახელა.