ზურაბ დათუაშვილი:  მისტერ და მისის დეგრადირებულთა ჩემი ტოპ-ათეული

ზურაბ დათუაშვილი: მისტერ და მისის დეგრადირებულთა ჩემი ტოპ-ათეული

ამ საღამოს, ოქრო ბიჭის პოლიტექსჰიბიციონიზმის მორიგ შედევრს რომ გავეცანი, აზრმა გამიელვა და გადავწყვიტე, ქართული პოლიტსპექტრის განსაკუთრებით დეგრადირებული ტოპ-ათეული გამომევლინა -  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი,

30 წელია, ქართულ პოლიტიკად წოდებულ ავგიას თავლას ვადევნებ თვალს. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა, ზოგი ადრე, ზოგიც გვიან. ზოგადი სურათი ისეთია, ნამდვილად მიკვირს, ქვეყანას საერთოდ როგორ უდგას სული, მაგრამ ამ ჭრელ მასაშიც არიან განსაკუთრებით გამორჩეული პერსონები. მათი დეგრადაციის ხარისხი ცალკე ფსიქოლოგიური შესწავლის თემაა და მეეჭვება, დღეს ვინმემ ეს შეძლოს. ალბათ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, პროცესები დასრულდეს, გაცივდეს და დაკვირებულმა თვალმა დისტანციიდან სკრუპულოზურად აწონ-გაზომოს ყველა ცდისპირი.

ამ საღამოს, ოქრო ბიჭის პოლიტექსჰიბიციონიზმის მორიგ შედევრს რომ გავეცანი, აზრმა გამიელვა და გადავწყვიტე, ქართული პოლიტსპექტრის განსაკუთრებით დეგრადირებული ტოპ-ათეული გამომევლინა. ჩემი აზრით, საინტერესო სია გამოვიდა. მასში ის ადამიანები შევიდნენ, რომელთაგანაც ბევრი, მართალია, ვარსკვლავებს არ კრეფდა, მაგრამ გარკვეული წონა და სახელი მაინც გააჩნდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რომელ დარგსა და სფეროში. არც იმას - ყველა აღიარებდა თუ არა ამ პერსონათა დამსახურებას. საერთოდ, სიტყვა დამსახურებას მოცემულ კონტექსტში პირობითი ხასიათი აქვს. იმის გათვალისწინებით, რამდენ ნაწილადაა დაჩიხული ქართული საზოგადოება, შეფასების განსასაზღვრად ეს ყველაზე სწორი მიდგომა მგონია. აბსოლუტური კატეგორიები ფილოსოფიაში შეიძლება არსებობდეს, რეალურ ცხოვრებასა და პოლიტიკაში - არასოდეს (ნაკლებად).

მოკლედ, მისტერ და მისის დეგრადირებულთა ჩემი ტოპ-ათეული ასეთია:

10) მურმან დუმბაძე,

9) პადოშა,

8) თაკო ჩარკვიანი,

7) შალვა შავგულიძე,

6) ირინა სარიშვილი,

5) გიორგი მარგველაშვილი,

4) ირაკლი ოქრუაშვილი,

3) გუბაზ სანიკიძე,

2) ლევან ბერძენიშვილი,

1) მიხეილ სააკაშვილი...

იქნებ საკუთარ ვერსიებზეც დაფიქრდეთ...

სოციალისტი ესენი ყველანი პირველ ადგილზე არიან! თითონ რომ გაიგონ, ზოგი მეორეზეა, ზოგი მეხუთეზე და ა.შ. დაჭამენ ერთმანეთს ამ ადგილებისათვის! პადოშას ამბავი არ ვიცი, ამ სიაში საიდან მოხვდა?!
5 წლის უკან
გამი ათეული ძალიან ცოტაა! 30 ტიპაჟის დამატება კიდევ შეიძლება.
5 წლის უკან