“ფაქტია, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი იმდენად მკაფიო იყო, რომ ოპოზიციას მანიპულირების საშუალებაც არ დაუტოვა, შესაბამისად ჩვენ ვნახეთ დაბნეული ოპოზიცია, რომელმაც ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ ევროპაზე და სტრასბურგზე კორუმპირებული ადგილის წარმოდგენა გამიჭირდა, საბედნიეროდ მალე მიხვდნენ, რომ მსგავსი განცხადებები აზიანებდა როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე მათ პარტიას და გაჩუმდნენ.”– ასე ეხმიანება ახალაგზრდული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “რუსთავი2”-ის საქმეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.
“ახლა უკვე სცენაზე ჟურნალისტები გამოჩნდნენ, რომლებიც უსაფუძვლოდ აპელირებენ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. დღეს საქართველოში სიყვის/გამოხატვის თავისუფლებას არავინ ზღუდავს, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა და აღნიშნულ საკითხზე კამათი არ შეიძლება. მაგრამ მეორეს მხრივ, დიახ უნდა შეიცვალოს რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკა, რადგან არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების სახელით გაამართლო! რუსთავი ორის მხრიდან სიძულვილის ენით საუბარი უნდა დასრულდეს და გახდეს რეალურად ობიექტური, მაყურებელზე ორიენტირებული ტელევიზია!
P.S – ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის მოწვევას გულისხმობს, იყო დროული და საჭირო განცხადება, რომელსაც იმედია მალე ქმედება მოყვება.” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.