ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან დაცვის თანამშრომლები წავიდნენ. ცვლილებები ხორციელდება მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლშიც.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლების ჩანაცვლება ტელევიზიის გენერალური დირექტორის შეცვლიდან მალევე დაიწყო და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშვე დაცვის თანამშრომლებს ახალი თანამშორმლები მიამაგრეს, რის შემდეგაც ძველმა თანამშრომლებმა დაწერეს განცხადებები შვებულებაში გასვლაზე და ისინი სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ .
გამოცემის ინფორმაციით, ცვლილებები ხორციელდება მენეჯმენტის სხვადსხვა რგოლში. მათ შორის, ფინანსურ და შესყიდვების განყოფილებაში.