ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ “რუსთავი2”-ის გუნდის სახელით ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
ერთ-ერთი კრიტერიუმი მოიცავს ფინანსურ ნაწილს, კერძოდ, არხის ჟურნალისტებისთვის ხელფასის დაგვიანება აღქმული იქნება, როგორც ფინანსური ბერკეტი მათ წინააღმდეგ, რაც ჩაითვლება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად, განაცხადა კვესიტაძემ და განმარტა, რომ ყადაღის პირობებში ტელევიზია ახერხებდა არამხოლოდ ხელფასების დროულად გაცემას, არამედ ახალი მეგაპროექტების დაფინანსებას, ხოლო ხალვაშის პირობებში, როდესაც კომპანიის ანგარიშებს მოეხსნება ყადაღა, ფინანსური პრობლემები არ უნდა იყოს.