როგორ იშოვა ირაკლი ოქრუაშვილმა მილიონები

როგორ იშოვა ირაკლი ოქრუაშვილმა მილიონები

„შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული რიგითი წვრილფეხობით, ჩინოვნიკებით დამთავრებული რიგები მედგა, მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.

ოქრუაშვილი გვარებს ვერ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ „ივანიშვილთან მძიმე ბრძოლა აქვს და ამ შემთხვევაში, მას არავინ დაელაპარაკება".

„სახელისუფლებო ბერკეტები ასეთი ფულის მოსაზიდად მე არ მჭირდებოდა. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის" ფინანსების მომგროვებელი, მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები, გვარებს არ ვიტყვი, შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. დღესაც მშვენივრად არიან. ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ ფული, როლითაც ქიბარ ხალვაშმა წლების წინ „რუსთავი 2" შეიძინა, სინამდვილეში მას ეკუთვნოდა, ხალვაში კი მისი „ხელის ბიჭი" იყო. მან უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის საფუძველზეც მან „რუსთავი 2"-ის მიკუთვნებაზე დავა დაიწყო.

thrgg@yahoo.com გაჭენებულ ცხენზე იჯექი არა?! შე ახვარო შენა, და კიდევ იტყვიან ნაცები ჭკვიანები არიანო, აი ასეთი რეგვენები არიან 97%-ი, საკანში ჩააგდებდნენ ადამიანს და მერე წველიდნენ, თუ ვერა - კლავდნენ და ეგენი არიან ჭკვიანები?!...ფუუუ შენი...
5 წლის უკან