„მმართველი პარტია ახორციელებს ჩემს უკანონო, ფარულ მიყურადებას”

„მმართველი პარტია ახორციელებს ჩემს უკანონო, ფარულ მიყურადებას”

„რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ ის, რაც დღეს ზარდიაშვილმა თქვა, ადასტურებს, რომ მასზე, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, მმართველი პარტია უკანონო მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს. მელაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:

„დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც კურიერისთვის მომზადდა, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

  1. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.
  2. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი", - წერს მელაძე.

უ ც ხ ო : მიუხედავად იმისა, რომ ამ სკანდალის სამივე ფიგურანტი მაგრად მკიდიხათ, გეტყვი, "ნოდარიკო", რომ შენი განცხადებით აშკარად ადასტურებ ზარდიაშვილის სიტყვებს იმის თაობაზე, ვინ იყო შენი ინფორმატორი და არა მგონია, ეს წარმოადგენდეს შენს ამოცანას! :) -- ეს ერთი.
მეორეც, შენ ამ ამბავს არ უნდა ადასტურებდე, წესით... რადგან არ იცი, შენ გისმენდნენ (ვის დაკარგვიხარ, რომ შენთვის ესმინათ!), ეკას უსმენდნენ, თუ ეს , უბრალოდ, დეპუტატ ზარდიაშვილის ვარაუდია!..
ასე რომ, გრანტიჭამიებისთვის გაგზავნილი სიგნალი " S O S ! " არაფერს მოგიტანს, ლაფის დამატებითი დოზის გარდა...
5 წლის უკან
სოციალისტი სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოს ნურაფერს მოიმოქმედებ, ასევე პირად ეთიკურ სივრცეში შეინარჩუნე ტრადიციული ფასეულობები და მერე გისმინონ და გითვალთვალონ რამდენიც უნდათ! გაიგე...?! აი შე გველაძუავ შენა?!
5 წლის უკან