“ქართული ოცნების“ დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი “2020NEWS“ - თან აცხადებს, 2020 წელს პოლიტიკაში, შესაძლოა, აღარ იყოს. როგორც დეპუტატი აცხადებს, პოლიტიკაში მისი არყოფნით საქართველოს არაფერი დააკლდება.
“ თუ 2020 წელს პოლიტიკაში არ ვიქნები, საქართველოს დედა ენა არ დაეკარგება. იმ შემთხვევაში, თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ, მაშინ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დავგებით. პოლიტიკაში კახა ოქრიაშვილის არყოფნით საქართველოს არაფერი დააკლდება“,- განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.
ცნობისთვის, დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი “ქართული ოცნების“ პოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ნახევრად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უნდა დარჩეს.