ნიკა გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება

ნიკა გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება

"ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება"- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ატყუებს, ვითომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია. წესი და კანონმდებლობა განმარტავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შესაბამისად, მიღებისთანავე შესულია ძალაში. პირადად ჩემთვის, უფრო მეტად შემაშფოთებელია გვარამიას ნათქვამი, რომ "რუსთავი2" და მედია, მის ხელში იყო იარაღი. ის იყო პოლიტიკური აქტივისტი და შეშფოთებული ვარ, რომ აქტივისტისთვის მედია იყო იარაღი. ეს მან თავადაც დაადასტურა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.