“ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“ შეიძლება, ხელისუფლებასთან ვაჭრობისთვის გამოიყენოს და ტელევიზიიდან კი არა, “ქართული ოცნებიდან“ მიიღოს დივიდენდები“, -ამის შესახებ “2020NEWS“ -თან პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი 2“ არასდროს ეკუთვნოდა.
“მართალია, “რუსთავი 2“ სამართლებრივად ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, მაგრამ რეალურად, ტელეკომპანია “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, უფრო პირდაპირ, ერთადერთი მფლობელი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ტელეკომპანიის რეალურ მფლობელად დღემდე რჩება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი 2“ დაუბრუნდა.