20-21 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი

20-21 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი

“წარმოდგენა არ მაქვს რა კითხვებს დამისვამენ. მათი მიზანია, ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა. მე, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი,“-  ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა მისული.  ოქრუაშვილი  20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უნდა გამოიკითხოს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.