"რუსთავი 2" მაფიოზური ჯგუფების ფულის სარეცხი მანქანაა ლამის შექმნის დღიდან!"

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"არც მიამიტი ვარ, და არც მორალისტობას ვაპირებ, მაგრამ გაოცებული ვარ, ასე ღიად, ტელევიზიით მიდის აღიარებების კასკადი, რომ მაღალჩინოსნები, ძალოვანები წყვეტდნენ, ვის რა ქონება უნდა ჰქონოდა, იდებოდა გარიგებები, ჩამოიწერებოდა ვალები - სახელმწიფოს  ვალები, ანუ, მოსახლეობის ფული! ეს ყველაფერი ვიცოდით, ლოკალურად, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, მაგრამ ასე ღიად, მოქმედი და დაკავშირებული პირებისაგან ეს ჯერ არ "გაშიფრულა"!

ფაქტიურად, ეს ტელევიზია არ არის მარტო ტელევიზია, ეს კონკრეტული, თითქმის მაფიოზური ჯგუფების ფულის სარეცხი მანქანაა ლამის შექმნის დღიდან! და ჩვენ ამას ვუყურებთ! ყველა დროის საგადასახადო სამსახურები უძლურები არიან, რატომ? რატომ პატიობენ ტელევიზიებთან აფილირებულ (ან მეპატრონე)  მილიონერ ბიზნესმ ე ნ ე ბ ს  მილიონების ვალებს, გარიგებებს, ფულის გარეცხვას! რა, მილიონერობა ინდულგენციაა? საქართველოს  რიგით მოქალაქეს ხომ ამას არავინ პატიობს!"

 

amo აი ამიტომ ვართ არ შემდგარი სახელმწიფო, ბიძინა უუუუ!
5 წლის უკან
სოციალისტი შემოსავლების სამსახური (საგადასახადო) გამოიღვიძე!!! პრაკურორ დეპოში ვართ???
5 წლის უკან