ცნობილია ვინ ინიშნება საქართველოში ამერიკის ელჩად - ვინ არის ალექსანდრ ვერშბოუ

ცნობილია ვინ ინიშნება საქართველოში ამერიკის ელჩად - ვინ არის ალექსანდრ ვერშბოუ

დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამით სრულდება მეტისმეტად გახანრძლივებული უცნაური ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს პარნტიორ ქვეყანაში ვაშინგტონს არ ჰყავდა სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით  საქართველოში  ამერიკის სრულუფლებიან ელჩად NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე  ალექსანდრ ვერშბოუ  ინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება  ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს რეკომენდაციით მოხდა.

ექსპერტების განცხადებით, ამერიკა ცდილობს, იპოვოს სტრატეგიული დასაყრდენი რეგიონში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა კვლავინდებურად ცუდია, თან გაუარესებისკენ მიდრეკილი, ხოლო თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა სულ უფრო სუსტდება ანკარასა და მოსკოვს შორის დაახლოების გამო.

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ მკაფიოდ უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიასთან შეურიგებლობას და მუდამ იყო საქართველოში პროდასავლურ ძალთა დიდი მეგობარიც.

ცნობისათვის, ალექსანდ ვერშბოუ   2001– 2005 წლებში რუსეთში აშშ–ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.