ოქრუაშვილმა რაც ბოლო ორ დღეში ილაპარაკა, მტკნარი სიცრუეა, ერთი დიდი მატყუარაა

ოქრუაშვილმა რაც ბოლო ორ დღეში ილაპარაკა, მტკნარი სიცრუეა, ერთი დიდი მატყუარაა

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის მტკიცებით, ის და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილს არასდროს შეხვედრიან და მისგან არც ფული მიუღიათ.

დვალი ოქრუაშვილს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო ორი დღეა, ყველა მისი განცხადება ტყუილია.

„ოქრუაშვილს არაფერი არასდროს ჩვენთვის არ გადმოუცია. საერთოდ თვალით არ გვინახავს. არც შუამავლით. საერთოდ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. ის არის ელემენტარული მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს. საერთოდ არასდროს არ შევხვედრილვარ. რაც შეეხება თანხების გადაცემას და გადმოცემას, ამ დღეებში ჩვენს ჩვენებებს გავასაჯაროებთ მთლიანად, სადაც იქნება ამომწურავი ინფორმაცია. ეს თემა საიდუმლო არ არის. დეტალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენებას, რომ ჰქონდეს მაყურებელს, მსმენელსა და მოსახლეობას დასკვნის გამოტანის საშუალება. გუშინ და დღეს რაც ილაპარაკა ოქრუაშვილმა, არის მტკნარი სიცრუე ყველა თემაზე. ერთი დიდი მატყუარაა და ცდილობს, რომ ვითომ რაღაც როლი და ფუნქცია მიუძღვოდეს ამ პროცესში“, – განაცხადა დავით დვალმა.

სოციალისტი მეგობრებო, აი რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის შესაძენად თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კონტაქტებით ისარგებლა. ამბობს, რომ მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადაუხადა დვალს და აქიმიძეს. ასევე, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა „ჯორჯიან ონლაინის“ ათპროცენტიანი წილი, რომელიც მისი საკუთრება იყო. -
თუ მართლა გადაუფორმა რამე წილი "ჯორჯიან ონლაინში" ამის ჩანაწერის მოძებნა საჯარო რეესტრში რა პრობლემაა??!! პრესა, მასმედია გძინავთ თუ მარტო ჭორაობის რეჟიმში ხართ?! მეორეც რომ ამბობს ჯემალ ინაიშვილის მეშვეობით გადავეცი ფულიო ე.ი. ბატონმა ჯემალმა ან არ მიიტანა ეს ფული ადრესატამდე და ჯიბეში ჩაიდო, ან დვალმა და აქიმიძემ მიიღეს ეს თანხა, ან ირაკლი ოქრუაშვილი ცრუობს და ინაიშვილისათვის თანხა არ გაუტანებია!!! ვინ არის აქ მართალი ამის დადგენას რა უნდა?! პროკურატურავ, იძულების წესით მიიყვანეთ ესენი ოთხივენი და დაპირისპირეთ ერთმანეთს! იმ წამსვე გაირკვევა ყველაფერი! რა გჭირთ, რა თქვენი ცოდვა გჭირთ ამათ ამდენს რომ აბლატავებთ და საზოგადოება მოკალით ამ სირების დავებით?!
5 წლის უკან