ამირან სალუქვაძე: თუ „რუსთავი 2“-ს აქვს სურვილი, რომ იყოს დამოუკიდებელი და დაბალანსებული, მაშინ...

ამირან სალუქვაძე: თუ „რუსთავი 2“-ს აქვს სურვილი, რომ იყოს დამოუკიდებელი და დაბალანსებული, მაშინ...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლებს შეუძლიათ, იმ დროს დააფიქსირონ შეთანხმების დარღვევა, როცა ქიბარ ხალვაში მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერევა.

„როცა ტელევიზიას პრეტენზია აქვს, რომ ის არის თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი, განსხვავებული აზრის ტრიბუნა, და როცა ასეთი ბრალდება გაისმის, მას სჭირდება პასუხი და რატომღაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ მათი მხრიდან პასუხს. ეს იყო ერთი კონკრეტული პარტიისა და მაშინდელი ხელისუფლების აზრის გამომხატველი მედიასაშუალება. მე ველოდები ჟურნალისტთა გუნდიდან კონკრეტულ პასუხებს. სანაცვლოდ მათი მთავარი თემა არის ისევ ქიბარ ხალვაში, არადა კარგი იქნება. თუ ამ ბრალდებებზე განცხადებას გააკეთებენ და პოზიციას დააფიქსირებენ.

რაც შეეხება ხალვაშის განცხადებას, მისი თქმით, ის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა და თუ სხვაგვარად მოხდება, საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც ექნებათ საშუალება, დააფიქსირონ პირობის დარღვევა და თქვან, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან. რას ნიშნავს სარედაქციო პოლიტიკა და რა  პოლიტიკა აქვს „რუსთავი 2“-ს დღეს და რა პოზიცია ექნება ხვალ, ეს ცალკე სასაუბრო თემაა.

საზოგადოების ინტერესებშია დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედია. თუ „რუსთავი 2“-ს აქვს ამის სურვილი, მაშინ ეს სურვილი რეალიზებადია და ამის შესაძლებლობა ახლა აქვთ“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

შაქრო საუბრობენ სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მე სხვანაირად მიმაჩნია. ეს არის მეორე მძლავრი მესიჯი ევროპის მხრიდან. პირველი იყო რუსეთის პასე-ში დაბრუნება. ამ მესიჯებით ევროპა გვეუბნება: მიხედეთ თქვენ პრობლემებს თქვენ თვითონ. მე საკმარისი მაქვს საკუთარი პრობლემებიც.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. სრულიად ილუზიებზე აგებული ათწლეულების პოლიტიკა მთავრდება კრახით.
სამწუხაროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ცუდად იციან გეოგრაფია, ეს ცუდია, რადგან გეოპოლიტიკაში გეოგრაფიას ენიჭება გადამწყვეტი ფაქტორი. მატ რომ იცოდნენ გეოგრაფია, ეცოდინებოდათ, რომ დამასკო უფრო ახლოსაა თბილითან, ვიდრე როსტოვი. აღარაფერს ვამბობ ბრიუსელზე.
5 წლის უკან