დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული წარმომადგენლობა „რუსთავი 2-ში" ჟურნალისტებს შეხვდნენ.
ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება, სადაც ის არხის მუშაობას დესტრუქციად აფასებს, ჟურნალისტების მიერ აღიქმება, როგორც ცენზურის დაწესებისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა.
„მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაში გახდა რუსთავი2-ის მფლობელი დღეს პირველად მან გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც იყო პირდაპირი მინიშნება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. მან თქვა, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები არიან დესტრუქციულები, ახირებულები და ბუნებრივია, ის გულისხმობდა ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც მან იხილა შაბათ-კვირის განმავლობაში "რუსთავი2"-ის ეთერში. პირველად მისი განცხადება არის პირდაპირი საფრთხე "რუსთავი2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.
ვფიქრობ, ეს გზავნილი უნდა მივიდეს ყველა იმ ადამიანთან,ორგანიზაციასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში პლურალისტული მედიაგარემოს შენარჩუნება,“-აცხადებს მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია.