“და რატომ მაინცდამაინც პარიზში…?!”

“და რატომ მაინცდამაინც პარიზში…?!”

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს:

“საინტერესოა, რა ფულით მოძრაობს პარიზში ეს ტიპი? და რატომ მაინცდამაინც პარიზში, სადაც მთავარი იარაღის ბარიგა უდესიანი ზის? და ხომ არ არის ისე, რომ ოქრუაშვილის ადვოკატების, იურიდიული მომსახურეობის, დაცვის, პარტიის შენახვის, კომუნიკაციების, ტრანსპორტირების ხარჯებს სწორედ ის ‘ნაცების პარტიის აბშიაკი’ იღებს თავს, რომლის თავიც პარიზში იმყოფება და რომელიც გახლავთ მკვლელების და ზონდერების მამა, გიორგი უდესიანი?”, – წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელ დაწერა, რომ ირაკლი ოქრუაშვილიბუტა რობაქიძის მკვლელია. როგორც კაკაბაძე წერს, ოქრუაშვილი რუსული დაზვერვის სამსახურის “ფე ეს ბე”-ს დაქირავებული აგენტია. იგი გაკვირვებულია იმით, თუ ვის მოუვიდა თავში მისი საქართველოში დაბრუნება და “პოლიტიკურ ფიგურად” ქცევა.

“ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე – ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს, და არარაობა პოლიტიკოსი – ვის მოუვიდა აზრად მისი საქართველოში დაბრუნება და ისევ ‘პოლიტიკურ ლიდერად’ ქცევა – არ ვიცი. თუმცა იმას კი კარგად ვხვდები რომ მის უკან ‘შავი ფულია’ (არ არის გამორიცხული ისევ მისი პატრონი ‘ფსბ’ა.) საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა რუსთავი 2? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა – მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში.” – დაწერა კაკაბაძემ.

thrgg@yahoo.com ნაძირალა,,,
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ნაძირალა...
5 წლის უკან