ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის „რ2“ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია წერს სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში.
მისასალმებელია ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით. სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა კონკრეტული ადამიანები. გამოხატვის თავისუფლება სიცრუის გავრცელებას, შეუწრაცხყოფას და ეთიკური სტანდარტების დარღვევას არ გულისხმობს. თუ გამოცდილი ადამიანები არ მოიწვიეს და მაღალი სტანდარტები არ დაიცვეს, ისევ იგივე სურათი გვექნება. ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის რ2 არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია.