„ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი“

„ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი“

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი - ამის შესახებ განცხადებას „შენების მოძრაობის" ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილი აკეთებს.

"სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი. 2015 წლის შემოდგომიდან სრულიად სხვა ღირებულებებისა და სულ სხვა ქცევების ადამიანს ვხედავ. ბოლო მისი საჯარო გამოსვლაც ამის დასტური იყო. როდესაც შარშან პოლიტიკაში დაბრუნდა, მეგონა, რაღაც გამოსწორდებოდა, ვიფიქრე, დაინახა, რომ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით წაიყვანა ბევრი საქმე და ახლა რაღაცების შეცვლა უნდა-მეთქი, მაგრამ მივიღეთ კიდევ უფრო დაზარალებული და დასუსტებული სახელმწიფო სისტემა", - აცხადებს უფუსაშილი.

amo ამ განცხადების დანიშნულება ბ-ნო დავით? საგარეოა, გაკეთდა კერძოდ დასავლეთისთვის? მათ ხომ თქვენზე უკეთესად იციან რას წარმოადგენს ივანიშვილი? თუ შიდა მოხმარების მესიჯია? მაინც გაუგებარია! არა მგონია ადგილობრივი პარტიები, არასამთავრობოები თქვენზე ბევრად ნაკლებად ერკვეოდეს ამ საკითხში. დარჩა ამომრჩეველი. რა უნდა გაიგოს ამ განცხადებიდან ამომრჩეველმა? კეთილი ინებეთ და დაუდეთ ამომრჩეველს ამ შეფასების შესახებ საფუძვლიანი ანალიზი, თუ არადა შეეშვით განცხადებებს განცხადებებისთვის.
5 წლის უკან