"ქიბარ ხალვაში მოკრძალებული ადამიანია" - როგორ აფასებენ ამჯერად "რუსთავი 2"-ში ახალ დირექტორს

სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტს თენგო გოგოტიშვილი ტელეკომპანიის ახალ მფლობელზე საუბრობს:

"რუსთავი 2"-ში ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, დაბნეულობაა, ყველა რაღაცას ელოდება. რას იზამს ახალი დირექტორი, არ ვიცით. სალია ჯერ კაბინეტშიც არ შესულა. მღელვარება არის, თუმცა ვულკანი არ იფრქვევა. ცივილიზებულად იქცევიან, ვისთანაც მოინდომეს შეხვედრა, ყველა შეხვდა. დოკუმენტებიც აჩვენეს. ბოიკოტს არავინ უცხადებს.

ქიბარ ხალვაში  ძალიან ნეიტრალური ხელმძღვანელია. იგი ადრეც მართავდა ტელევიზიას და არ მახსოვს რამეში აქტიურად ჩარეულიყოს, თუმცა შეიძლება დირექტორსა და მას ჰქონდათ მწვავე ურთიერთობა. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ბევრ დირექტორზე მოკრძალებული ადამიანი იყო, იშვიათადაც მოდიოდა" - განუცხადა "კვირის პალიტრას" გოგოტიშვილმა.