“ვიღაცის გაბოზებულ ცოლზე ხომ არ ლაპარაკობ, მალავ დანაშაულს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს”

“ვიღაცის გაბოზებულ ცოლზე ხომ არ ლაპარაკობ, მალავ დანაშაულს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს”

“როდესაც საჯარო პირი, რომელსაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოში საკუთარი მნიშვნელობასა და გავლენაზე, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ტრიბუნიდან ამბობს ფრაზას – მე ამას ახლა არ ვიტყვი, ესეიგი მალავ დანაშაულს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს.” – ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმიანება.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.

“როდესაც საჯარო პირი, რომელსაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოში საკუთარი მნიშვნელობასა და გავლენაზე, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ტრიბუნიდან ამბობს ფრაზას – მე ამას ახლა არ ვიტყვი, მოგვიანებით მოგახსენებთ, მაშინვე კინწისკვრით უნდა ჩამოაგდო იმ ამაღლებული ადგილიდან და პანღურისკვრით უნდა გააგდო.

რას ნიშნავს ფრაზა – ამას ახლა არ ვიტყვი?

შე ჩემის მრავალგზის კეტიანო, ვიღაცის გაბოზებულ ცოლზე ხომ არ ლაპარაკობ, რომელიც მაქსიმუმ 5 კაცს აინტერესებს?

ე.ი. რაღაც მნიშვნელოვანს მალავ. მალავ დანაშაულს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს.

თუ ოქრუაშვილს “რაღაც სათქმელი აქვს” კანონდარღვევაზე, რომელსაც აქამდე არ ამბობდა, ე.ი. ის ჩვეულებრივად კანონდარღვევას ფარავდა.

ქურდულს აწვებაო ვერ იტყვი, იმიტომ რომ ეს ფრაზა “ტექნიკური ბოზობაა”, მთქმელი კი ჩვეულებრივი პროჭია.

დანარჩენი დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

იმაზე, რომ მამაძაღლობს, ან სპეკულანტობს, არაფერს ვიტყვი. ის ხომ დიიიდი იურისტია და ეგეთი ლაფსუსი არ დაემართება.

ეს მარტო ოქრუაშვილს არ ეხება. ბევრჯერ დამიწერია მსგავს განცხადებებზე “პოლიტიკოსების” მხრიდან. ამიტომ ჯერ კარგად დაფიქრდით და ეგეთ თემებზე მერე იციყვეთ” – წერს გია გაბრიჭიძე

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტს დოკუმენტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს.